ცენტრალურის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 774 საარჩვენო უბნიდან 613 უბანზეა დათვლილი, რომლის მონაცემებითაც კვლევ მართველი პარტიის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ლიდერობს.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავა - 54.46 % (183121) ლიდერობს, "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია - 20.18 % (67859), "ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია - 10.37 % (34880), "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური - 8.25 % (27747), "თოფაძე- მრეწველების" კანდიდატი გოგო თოფაძე - 5.21 % (17515), პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" კანდიდატი თამაზ ვაშაძე - 0.66 % (2235), "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი - 0.51 % (1721), "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი დავით იაკობიძე - 0.22 % (732) და "მომავალის საქართველოსთვის" კანდიდატი გიორგი ლაღიძე - 0.14 % (468).
თბილისში სულ 774 საარჩვენო უბანი იყო გახსნილი.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.