ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 61.22% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. ამ დროისთვის ცესკოს საქართველოს მასშტაბით 3693 საარჩვენო უბნიდან 938 უბნის კენჭისყრის მონაცმებია შემოსული, რომლის მიხედვითაც წინასწარი შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა - "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) - 11.63 % (48204), "თოფაძე-მრეწველები" - 5.21 % (21604), "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 61.22 % (253740), საქართველოს სპორტსმენთა კავშირი - 0.17 % (701), "ეროვნული საბჭო" - 7.64 % (31657), სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია - 0.25 % (1043), "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 12.09 % (50111), პოლიტიკური პარტია "ჩვენი ქვეყანა" - 0.04 % (165), პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველო" - 0.05 % (198), პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" - 0.41 % (1682), "მომავლის პარტია" - 0% (2), ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) - 0.02 % (73), პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობა" - 0.28 % (1145), ძალოვანი ვეტერანების, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა "მამულიშვილი" - 0 % (10), "თორთლაძე - დემოკრატიული პარტია" - 0.62 % (2550), მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი" (სსსა) - 0.09 % (369), ივანიშვილი - "სახალხო დემოკრატები" - 0.29 % (1204).
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.