დღეს, 31 მაისს, ცესკოს თბილისის მერის ვინაობა 99 პროცენტის სიზუსტით ეცოდინება. ამის შესახებ თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა 30 მაისს განაცხადა. ცესკოში ხმების დათვლა დაიწყო 30 მაისის საღამოსვე, არჩევნების დასრულების შემდეგ, როგორც კი საუბნო და საოლქო კომისიებიდან მონაცემები შევიდა.
მისი თქმით, ცესკო პირველ რიგში დააჯამებს მერის არჩევნების შედეგებს და ვარაუდობს, რომ 31 მაისს, დილის 12:00 საათამდე, ცესკოს მონაცემები შეჯამებული ექნება და მერის ვინაობა 99 პროცენტით ეცოდინებათ. შესაბამისად, ამ დროისთვისვე გამოქვეყნდება მერის არჩევნებთან დაკავშირებით პირველადი შედეგები.
ამის შემდეგ, ხარატიშვილის განმარტებით, დაჯამდება პროპორციული არჩევნების შედეგები. იგი ვარაუდობს, რომ ცესკო ამას 31 მაისს, დღის ბოლომდე შეძლებს. შემედეგ კი უკვე დაჯამდება მაჟორიტარული არჩევნებისა და შუალედური არჩევნების შედეგები. მთელ ამ პროცესს კი ხარატიშვილის ვარაუდით ცესკო ორ დღეს მოანდომებს.
ხარატიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ვადები განსაზღვრულია ცესკოს მუშაობისთვის და აქ არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების საკითხი, რაც, მისი თქმით, თავისთავად დამატებით დროს მოითხოვს.