ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 70-მდე საჩივარია შესული. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ამ დროისთვის 70-მდე სარჩელია შემოსული, რაც წინა არჩევნებთან შედარებით ძალიან ცოტაა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია არჩევნების ისე ჩატარება, რომ დარღვევები საერთოდ არ დაფიქსირდეს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ 2008 წლის არჩევნების მონაცემებს ამ კუთხით აშკარად წინსვლა გვაქვს", - აღნიშნა ხარატიშვილმა.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.