ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, 31 მაისს, 09:00-დან 10:00 საათამდე თბილისის მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგების 30-35% დათვლილი იქნება.
"პირველ რიგში ცესკო იმ ბიულეტინების დათვილის, რომლიც საზოგადოებაში უფრო მეტ ყურადღებას იწვევს. კერძოდ კი პირველ რიგში მერის არჩვენების კენჭისყრის შედეგები დაითვლება და იმედი გვაქვს, რომ დილის 09:00 - 10:00 საათამდე ბიულეტინების 30-35% იქნება დათვლილი", - განაცხადა ხარატიშვილმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერის არჩვენებში მონაწილეობა 458 ათასამდე ამომრჩველმა მიიღო.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.