საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძრვანელის პიერ ეკლუნდის შეფასებით, თვითმართველობის არჩევნებზე პროგრესია.
"ის რაც მე ვნახე და რაც სხვა დამკვირვებლებმაც მითხრეს აშკარად მოწმობს იმას, რომ პროგრესია. არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული. იყო ასევე დარღვევების შემთხვევები და ინციდენტები, მაგრამ ეს ცალკეული ადამიანებისგან მომდინარეოდა და სისტემის ბრალი არ ყოფილა", - განაცხადა ეკლუნდმა.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.