ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ჩხოროწყუს, სამტრედიის, ზუგდიდს, ჭიათურის და ჩუღურეთის რამდენიმე უბნიდან კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების მონაცემები შევიდა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალიტებს ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა გააცნო.
მისი ინფორმაციით, კენჭისყრის შედეგები ჯერ შედარებით მცირე საარჩვენო უბნებიდან შემოდის, რომლებიც ოპერატორებს ურიგდებათ წინასწარი შედეგების მოსამზადებლად.
ცესკოში შემოსული მონაცემების ერთი ეგზემპლიარი მედიაცენტში იქნება გამოკრული, სადაც დაინტერესებულ პირებს მისი ნახვის შესაძლებლობა აქვთ.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილება, რაც საერთო მონაცემების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.