ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, თვითმართველობის არჩვენებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე მოსახლების აქტივობის შესახებ ინფორმაცია დაახლეობით ერთ საათში გახდება ცნობილი.
გიორგაძის განცხადებით, საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და საუბნო კომისიის წევრები ბიულეტინების დათვლას იწყებენ.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მიმდინარეობისას მხოლოდ ტექნიკური სახის შემთხვევები დაფიქსირდა, რაც უმოკლეს დროში აღმოიფხვრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ტარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი - პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.