საერთაშორისო კვლევითი კომპანის, GFK -ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი მონაცემებით, თბილისის მერის არჩვენებში მმართველი გუნდის კანდიდატი გიგი უგულავა 60%-ით ლიდერობს.
ეგზიტპოლებში მეორე ადგილზე "ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანიაა 18.7%-თ, მესამე ადგილზეა - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატი გია ჭანტურია 7.3%-თ,@"ეროვნული საბჭოს" კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა 6.7% მიიღო, "თოფაძე მრეწველების" კანდიდატმა გოგი თოფაძემ - 3.9%, "პოლიტიკური მოძრაობა სოლიდარობის" კანდიდატმა თამაზ ვაშაძემ - 0.04%, "სახლხო დემოკრატების" კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა - 0.1%, "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატმა დავით იაკობიძემ - 0.1% და "მომავალი საქართველოსთვის" კანდიდატმა გიორგი ლაღიძეს კი 0.2% ერგო.
რაც შეეხება პარტიებს, აქაც მმართველი გუნდი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 58%-ით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილი "ალიანსმა საქართველოსთვის" 14%-ით დაიკავა.
ეგზიტპოლების საბოლოო მონაცემები 21:00 საათზე გახდება ცნობილი. ამ დროისთვის საარჩვენო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა უკვე შეწყვეტილია.