საარჩევნო კოდექსით არჩვენების დღეს აგიტაცია არ იკრძალება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ "ალიანსი საქართველოსთვის" მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხდა.
მისი განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით კენჭისყრის დღეს ტელევიზიის და რადიოს ეთერის საშუალებით ფასიანი და უფასო საარჩევნო კლიპების ჩვენება უნდა შეწყდეს, რაც შეეხება აგიტაციიას მას კანონი არ კრძალავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მისი მერობის კანდიდატის გიგი უგულავას გამარჯვებაში დარწმუნებულია.
პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება ალასანიას გუნდმა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მხრიდან მსგავსი კომენტარი მმართველი გუნდის რეკლამაა. აღნიშნულთან დაკავშირებით "ალისნსი საქართველოსთვის" სასამართლოში სარჩველის შეტანას გეგმავს.