საქართველოს მასშტაბით, 17:00 საათის მონაცემებით, არჩვენებში მოსახლების 40.42%-მა მიიღო მონაწილება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩვენო კომისიის პრესსპიკემა ჯული გიორგაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაა 49.54%, ვაკე - 45.34%, საბურთალო 42.44%, კრწანისი - 34.84%, ისანი - 34.35%, სამგორი - 35.75%, ჩუღურეთი - 41.99%, დიდუბე - 46.50%, ნაძალადევი - 40.58%, გლდანი -35.07%, საგარეჯო - 41.40%, გურჯაანი - 30.86%, სიღნაღი - 49.96%, დედოფლისწყარო -43.13%, ლაგოდეხი - 38.90%, ყვარელი _ 41/96%, თელავი - 36.58%, ახმეტა - 45.74%, თიანეთი - 47.16%, რუსთავი - 34.97%, გარდაბანი - 43.50%, მარნეული - 37.91%, ბოლნისი - 40.62%, დმანისი - 44.20%, წალკა - 31.65%, თეთრი წყარო - 42.86%, მცხეთა - 51.64%, დუშეთი - 44.13%, ყაზბეგი - 39.98%, კასპი - 48.27%, გორი - 47.42%, ქარელი - 51.90%, ხაშური - 46.02%, ბორჯომი - 44.60%, ახალციხე - 51.46%, ადიგენი - 61.68%, ასპინძა - 56.98%, ახალქალაქი - 60.97%, ნინოწმინდა -59.21%, ონი - 47.13%, ამბროლაური - 55.56%, ცაგერი - 54.46%, ლენტეხი - 53.60%, მესტია - 51.37%, ხარაგაული - 50.26%, თერჯოლა - 42.92%, საჩხერე - 37.97%, ზესტაფონი - 32.58%, ბაღდათი - 42.59%, ვანი - 43.56%, სამტრედია - 39.02%, ხონი - 47.06%, ჭიათურა - 35.04%, ტყიბული - 48.73%, წყალტუბო - 30.53%, ქუთაისი - 28.36%, ოზურგეთი - 45.56%, ლანჩხუთი - 54.04%, ჩოხატაური - 53.53%, აბაშა - 47.08%, სენაკი - 39.15%, მარტვილი - 43.42%, ხობი - 46.89%, ზუგდიდი - 28.79%, წალენჯიხა - 33.76%, ჩხოროწყუ - 43.57%, ფოთი - 42.67%, ბათუმი - 34.45%, ქედა - 53.25%, ქობულეთი - 35.07%, შუახევი - 46.54%, ხელვაჩაური - 33.09% და ხულო - 46.13%.
ცესკოს მონაცემებით, 3 544 770 ამომრჩველიდან 143 897-მა მიიღო კენჭისყრაში მონაწილება, რაც საერთო მონაცემების 40.42%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ტარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი - პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.