ბრატისლავაში დღეს ევროკავშირის არაფორმალური სამიტი იწყება, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არ დაესწრება. შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს ევროკავშირის პოლიტიკაში ე.წ.ბრექსიტის შემდეგ. სლოვაკეთის დედაქალაქში ევროკავშირის ლიდერები სავარაუდოდ ახალი თავდაცვითი კავშირის შექმნის საკითხსაც განიხილავენ. შესაბამისი ინიციატივით საფრანგეთი და გერმანია გამოდიან.