რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთს 2019 წლამდე საერთო ჯამში 15 მილიარდ რუბლამდე დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
თანხის ნაწილი, რომელიც სოციალურ - ეკონომიკური პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს ოკუპირებულ რეგიონებს 2017 წელს გადაერიცხებათ. ის ძირითადად საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერისთვის იქნება განკუთვნილი.
ამ მიზნით მომავალ წელს ოკუპირებული აფხაზეთი 4, ხოლო ცხინვალი 3 მილიარდ რუბლს მიიღებს.