ისნის რაიონში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე #33-ე საარჩევნო უბანის ირგვლივ უცნობი ქალები იმყოფებიან.
როგორვ ინტერნეტგამოცემა "ლიბერალი" იუწყება, საარჩევნო უბნის ეზოს შესასვლელ კართან, რომელიც 85-ე საჯარო სკოლაშია გახსნილი, ოცამდე ქალბატონი ზის. მათ თან აქვთ სიები, რომელებშიც რაიონის მოსალხოება და კონკრეტული სახცოვრებელი მისამართებია მითითებული.
ხმის მიცემის შემდეგ, ზოგიერთი მოქალაქე ქალბატონებთან მიდის და საკუთარ მისამართსა და ვინაობას ეუბნება. ისინი კი, ამომრჩევლებს საკუთარ სიებში აღნიშნავენ.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი "ნაციონალური მოძრაობის" ხუთნომრიანი სარეკლამო ბუკლეტით გამოცხადდა. ქალბატონებმა მას ბუკლეტის სასწრაფოდ დამალვა ურჩიეს.
ქალაბატონები საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ.