"ალიანსი საქართველოსთვის" ინფორმაციით, არჩევნები თბილისის მასშტაბით ყველაზე მეტად ფონიჭალაში ყალბდება.
ამის შესახებ განცხადება ალიანსის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურად გამართულ მორიგ ბრიფინგზე გააკეთა.
"ფონიჭალაში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზიაციების ინტერესი გაძლიერებულია. "ალიანსში" დილიდან შემოდის ინფორმაციები იქ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მან.
ამასთან, ჩიქოვანის განმარტებით, ფონიჭალის საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით "ალიანსის" შტაბში შესულ ინფორმაციებს ისინი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანზიაციებს გადაუგზავნიან.