ამომერჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 11,2 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ კოპანია GFK-ს საზოგადოებრივი საქმეებისა და მედიის ვიცე პრეზიდენტმა ვადიმ ვოლსიმ განაცხადა. კომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ გია ჭანტურიასთან ერთად ბრიფინგი გამართეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლი ევროპაში წამყვან კვლვით კოპანია GფK-სთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეგზიტპოლს ატარებს. კომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ გია ჭანტურიასთან ერთად ბრიფინგი გამართეს.
მათი თქმით, ამ დროისთვის, ეგზიტპოლი უკვე დაწყებულია. კომპანია GფK-ს წარმომადგენლები 15 უბანზე მუშაობენ. ერთი კითხვარი უკვე მიღებულია დამუშავების ცენტრში და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მონაცემები ყოველ საათში ერთხელ დამუშავდება და მაყურებელს პირველი არხის ეთერით მიეწოდება. დღის განმავლობაში, დამუშავდება ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობაზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი გამოქვეყნდება წინასწარი და საბოლოო მონაცემები მერობის კანდიდატთა და პარტიების რეიტინგების შესახებ.