ევრკოვაშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების შეფასებით, ცენტრალური საარჩვენო კამისის მიერ წინასაარჩევნო მოსამზადებელი სამუშაოები წამატებით ჩატარდა, თუმცა ახლა მთავარი ხმის მიცემის პროცედურა და არჩვენების შედეგებია. ამის შესახებ პიტერ სემნებიმ ცესკოს თავმჯდომარეთან ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.
"საინტერესო შეხვედრა იყო. ცესკოს თავმჯდომარეთან ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ წარიმართა წინასაარჩვენო მოსამზადებელი სამუშაოები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამუშაოს ცესკომ წამატებით გართვა თავი. ახლა მთავრია როგორ წარიმართება ხმის მიცემის პროცედურა და არჩვენების შედეგების გამოქვეყნება", - აღნიშნა სემნებიმ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გაეცნო იმ მექანიზმებს, რომელიც არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ დარღვევბზე დროულ რეაგირებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმიდნარე თვითმართველობის არჩენებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ჩატარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული. ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. ასევე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.