თბილისის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს.
პირველი საარჩენო უბანზე "სოლიდარობის" მეორბის კანდიდატი თამაზ ვაშაძე მივიდა. მან ხმა დიდუბის #38 უბანზე მისცა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მას ხალხის სახელზე ღიმილის ნახვა და ხალხის გახარება სურს.
"ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა ირკალი ალასანიამ საკუთარი არჩევანი საბურთალოს #14 უბანზე დააფიქსირა.
როგორც ალასიამ აღნიშნა, იგი პტიმისტურადაა განწყობილი და ხმა ცვლილებების სასარგებლოდ მისცა. ამასთან, ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ დღეიდან საქართველოში ცვლილებები დაიწყება.
"ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური კი, ისნის #27 უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
მთაწმინდის #27 უბანზე დააფიქსირა არჩევანი ნიკა ივანიშვილმა. იგი უნაბზე მეუღლესთან და შვილებთან და ასევე ბებიასთან ერთად მივიდა. მან აღნიშნა, რომ ხმა საკუთარ კანდიდატურას და პოლიტიკურ გაერთიანებას დაუჭირა.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ კი, ხმა მთაწმინდის #15 უბანზე მისცა. მან მიმდინარე არჩევნები ისტორიულად შეაფასა და რადგამ, თბილისი მერს პირველად ირჩევს.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, არცევნებში დამარცხების შემთხვევაში იგი გამარჯვებულს აუცილებლად მიულოცავს.
ვაკის №4 საარჩევნო უბანში დააფიქსირა საკუთარი არჩევანი "მრეწველების" მერობის კანდიდატმა გოგი თოფაძემ. როგორც მან აღნიშნა, რომ საარჩევნო სიებში ბევრი დარღვევა აღმოაჩინა, რის გამოც აუცილებლად მიმართავს ცესკოს.
დავით იაკობიძემ საკუთარი არჩევანი დიდუბის #19 უბანზე დააფიქსირა, გია ჭანტურიამ ვაკის #23 უბანზე, გიორგი ლაღიძემ, გარდაბნის რაიონის სოფელი კუმისში.