"ეროვნული საბჭოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ზურაბ ნოღაიდელმა თბილისის ვაკის #2 საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში გახსნილ საარჩევნო უბანზე ზურაბ ნოღაიდელი ოჯახთან ერთად მივიდა.
"ხმა მივეცი საქართველოს გამთლიანების და განვითარების შანსის დაბრუნებას. ხმა მივეცი ქვეყანაში სამართლიანობის და დემოკრატიის დამკვიდრებას, _ აღნიშნა ხმის მიცემის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ არჩევნებზე ცოტა ხალხი იყო მისული", _ განაცხადა ნორაიდელმა.