გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 39-ე შეხვედრა გაიმართა.
როგორც „ინფო 9“-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მიმდინარე წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს და საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჟი-ოღლის დაკავება და ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა მოითხოვეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო 2012 წელს ოკუპირებული გალის რაიონში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის ზაზა წულუკიას საკითხს, რომელთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებს, მათ შორის საერთაშორისო მედიატორებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კვლავ დააყენეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავას საკითხი და მისი უმოკლეს ვადაში გათავისუფლება მოითხოვეს.
შეხევდრაზე საუბარი ასევე, შეეხო ოკუპაციის ხაზს მიღმა დაფიქსირებულ ყველა იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართება.