თბილისის მერობის "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი განმარტებით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს თბილისის მერისა და ზოგადად, თვითმმართველობის არჩევნები, ის და მისი პოლიტიკური ძალა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს.
"მოთმინებით დაველოდები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას, თუმცა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, "სახალხო დემოკრატები" აქტიურად გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ყველანაირად შეეცდება, ქვეყანა განვითარების გზით წაიყვანოს", - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანიN27-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის იქ ოჯახთან ერთად მივიდა.