წყნეთში საარჩევნო პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად ერევიან, რაც საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა. ამ დარღვევის შესახებ განცხადება, ამ წუთებში ალასანიას შტაბში გაკეთდა.
ალიანსის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართა და იმ დარღვევებზე ისაუბრა, რაც ამ დროისთვისა არის დაფიქსირებული. ნაძალადევში გამოკრულია ბიულეტინის ნიმუშები, სადაც შემოხაზულია 5 ნომერი.
"ეს არის პირდაპირი აგიტაცია, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს და პირტდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ამავბე კოდექსის 49 მუხლის 6 პუნქტთან, სადაც აღწერილია კაბინის მოწყობის წესი", - განაცხადა ირაკლი ჩოქოვანმა.
როგოც მან აღნიშნა, ნაძალადევის გარდა, ასეთივე ფაქტი დაფიქსირდა დიდუბეში, მე-19 სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე.
ისანში კი, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საარჩევნო უბანზე კედელზე წერია ნომერი 10, რომელიც მისი თქმით პირდაპირი აგიტაციაა და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს.
ნაძალადევში გარდა, აღნიშნული დარღვევისა დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევაც რაც გამოიხატება იმაში, რომ სადემონსტრაციო ოქმი ივსება ფანქრით, რაც მონაცემების შემდგომი გადასწორების საფუძველს იძლევა.
ირაკლი ჩიქოვანმა აქცენტი გააკეთა დახურულ უბნებზეც, როგორც იგი აღნიშნავს, სამგორში არსებულ დახურულ უბანზე კომისიის ყევლა წევრს ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, რათა მათ არ გადაეღოთ ფოტომასალა.
ჩიქოვანის განმარტებით ეს ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლის 4 პუნქტს, სადაც მითითებულია ფოტო და ვიდეოგადაღების უფლება აქვს უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს.
"შესაძლოა აქ არგუმენტად მოიტანონ ის, რომ ეს არის დახურული უბანი, მაგრამ გადაღება ხდება საარჩევნო პროცესის, რომელიც კანონმდებლობით გამჭვირველეა და ამ შემთხვევაში არ ხდება საიდუმლო მასალის გადაღება", _ აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
მისი თქმით დარღვევები დაფიქსირდა საბურთალოზეც, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი არეგისტრირებს თავის ამომრჩეველს, კოორდინატორს კი უბანზე ყოფნის უფლება არ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს რომ ამ შემთხვევაშიც ირღვევა საარჩევნო კოდექსი.
ისანში კი ამ დროისათვის დაფიქსირებულია დარღვევის შემდეგი ფაქტი: ერთიან ძირითად სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე სარეგისტრაციო სიაში.
ალიანსი ასევე საუბრობს ისანში საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის გათიშვის ფაქტებზე. მისი განმარტებით ვიდეოთვალი გათიშულია ისნის 31 და 56-ე უბნებზე. ისანში ასევე დაფიქსირდა დარღვევის ფაქტი, რომ დამკვირვებელს არ მოაწერინეს ხელი ჩანაწერთა წიგნში.
ვაკეში კი დარღვევა დაფიქისრდა საარჩევნო ყუთის გადატანის ფაქტთან დაკავშირებით. ჩიქოვანის განმარტებით, გადასატანი ყუთის წამყოლი ორი კომისიის წევრი აირჩა საოლქო კომისიის მიერ დანიშნული წევრებისგან, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
გარდა ამისა ირაკლი ჩიქოვანი ასევე საუბრობს იმ ფაქტზე რომ დიდუბეში პრესის წარმომადგენლებს იძულებით დაატოვებინეს უბანი. კრწანისში კი მისი თქმით მარკირების სითხე არაეფექტურია, ვინაიდან დასხურების შემდეგ შემოწმებისას აპარატი არ აჩვენებს მარკირების სითხეს.
ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით დღესვე დაიწერება სარჩელი და ასევე აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობება საერთაშორისო დამკვირვებლებს.