ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაც დააფიქსირა.
ქვეყნის ყოფილი პირველი პირი კრწანისის მე-14 საარჩევნო უბანზე 09:00 საათისთვის მივიდა.
ედუარდ შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მერის არჩევნებში სწორედ ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელსაც ხმა თავად მისცა.
როგორც ექს-პრეზიდენტმა ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან არჩევანი "დემოკრატიის განვითარებაზე" გააკეთა.
"ვისაც მივეცი ხმა, ის გახდება ქალაქი მერი. არჩევანი დემოკრატიის განვითარებაზე გავაკეთე", - განუცხადა შევარდნაძემ ჟურნალისტებს.