საკუთარი არჩევანი მთაწმინდის 27-ე საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატების" მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, მან მხარი საკუთარ კანიდიდატურას და საკუთარ პოლიტიკურ გაერთიანებას დაუჭირა.
მისი თქმით, "სახალხო დემოკრატები" არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს ქვეყანაში.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, იგი მოთმინებით დაელოდება არჩევნების საბოლოო შედეგებს. შედეგის მიუხედავად იგი პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას აპირებს.
ნიკა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ორ ვაჟთან და ბებიასთან ერთად მივიდა.