ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს ამ წუთებში ევრკოვაშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები ხვდება. შეხვედრა ცესკო-ში მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს ცესკოში განუმარტეს, მსგავსი შეხვედრები ყველა არჩვენებზე ხდება.
მათივე ინფორმაციით, სემნები ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე საარჩვენო უბანს მოინახულებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმიდნარე თვითმართველობის არჩენებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ჩატარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე.
ასევე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.