ცენტრალური საარჩვენო კამისია პოლიტიკურ პატიკურ პარტიებს მოუწოდებს ინფორმაციები მხოლოდ ცესკოში გადამოწმების შემდეგ გაავრცელონ. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
"პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებთ, რომ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ცესკოში გადამოწმების შემდეგ გაავრცლეონ, რადგან არასწორმა ინფორმაციამ, შესაძლო, ამომრჩეველზე გავლენა მოახდინოს", - განაცხდა ჯული გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმიდნარე თვითმართველობის არჩენებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ჩატარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე.
ასევე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.