"ალიანსი საქართველოსთვის" არჩევნებთან დაკავშირებით დარღვევებზე უკვე საუბრობს.
როგორც "ალიანსის" სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ამ დროისთვის, "ალიანსის" დამკვირვებლებმა სხვადასხვა უბნებზე საკმაოდ ბევრი დარღვევა დაფიქსირეს.
"ალიანსის" ინფორმაციით, კრწანისის 29-ე და 30-ე საარჩევნო უბნებზე ბიულეტების ჩაყრის მცდელობა დაფიქსირდა. თუმცა, ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ზუსტდება და დეტალებს ისინი საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან.
მისი თქმით, საბურთალოს რაიონში რამდენიმე უბანის 30-40 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. კრწანისში კი, საარჩვენო ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა.
ჩიქოვანის განმარტებით, კრწანისის რამდენიმე საარჩვენო უბანში ბიულეტენები წუხელ 01.30 საათზეც კი არ იყო მიტანილი, როცა კანონმდებლობით ბიულეტენები ერთი დღით ადრე უნდა მიიტანონ უბანზე.
სამგორში კი, ჩიქოვანის თქმით, საარჩევნო კომისიებში საეჭვოდ ბევრი განცხადებაა შესული გადასატანი ყუთის მოთხოვნასთან დაკავშირებით,
ამასთან, "ალიანსის" ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში სააარჩვენო უბნებზე ვიდეოკამერები ჩართული არ იყო. ზოგან კამერა საერთოდ არ ჩართულა, ზოგან კი - მოგვიანებით ჩართეს.
"ალიანსის" სპიკერი აცხადებს, რომ ყველა აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ეცნობათ საერთაშორისო ორაგანიზაციბს. გარადა ამისა, მისი თქმით, ყველა ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დაიწერება და გასაჩივრდება.