ჩემი მოწოდებაა მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება - განაცხადა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
"მე, როგორც ფრიდომ ჰაუსის ყოფილ პრეზიდენტს მჯერა, რომ ყველა მედია საშუალებას უფლება უნდა ჰქონდეს აკეთოს თავისი საქმე, მთავრობის მხრიდან ზეწოლისა და ჩარევის გარეშე. ასე უნდა იყოს საქართველოშიც და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. ბოლო დღეებში ვნახეთ ხანძარი უკრაინის ერთ-ერთი ტელეარხის სტუდიაში. ჟურნალისტები ყველგან გამოწვევების წინაშე დგანან, მათ შორის თქვენს ქვეყანაშიც. ჩემი მოწოდება არის, რეკომენდაცია მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და მათი უფლება - აკეთონ თავისი საქმე,“ - განაცხადა კრამერმა.