საქართველოში მიმიდნარე არჩენებზე მთელი ქვენის მასშტანით მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა, კენჭისყრა ჩატარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველი შესაბამის საარჩევნო უბანზე ხმას მისცემს პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატს, და ასევე პროპორციული სისტემით ასარჩევ სიას. თბილისში, ამომრჩეველი დამატებით, ხმას აძლევს თბილისის მერობის კანდიდატს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი.
შეგახსენებთ რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51, სადაც შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია დარღვევებზე და ნებისმიერ ინცინდენტზე, რომელმაც თქვენი კონსტიტუციური უფლება ხმის მიცემა შეაფერხა. ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით. ცესკო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოხდენს ნებისმიერ დარღვევაზე.
კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე.