"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ინგა გრიგოლია არჩევანს მთაწმინდაზე, ღამბაშიძის #331-ში, 183-ე საჯარო სკოლაში გახსნილ 31-ე უბანზე დააფიქსირებს.
მოძრაობის პრესამსახურის ინფორმაციით, ინგა გრიგოლია ხმის მისაცემად საარცენო უბანზე 11:00 საათზე მივა.
თბილისის მერობაზე პრეტენზიას ცხრა კანდიდატი აცხადებს. ესენი არიან: - ნიკა ივანიშვილი (ივანიშვილი - სახალხო დემოკრატები), დავით იაკობიძე (თორთლაძე-დემოკრატიული პარტია), ზვიად ძიძიგური (ეროვნული საბჭო), გიგი უგულავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო), გოგი თოფაძე (თოფაძე- მრეწველები), გია ჭანტურია (გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება), თამაზ ვაშაძე (სოლიდარობა) და ირაკლი ალასანია (ალიანსი საქართველოსთვის).
თბილისელ ამომრჩეველს, პირველად, დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. დედაქალაქის მოსახლეობამ არჩევანი თბილისის მერობის 9 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.