"ალიანსის საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბროლოსანის #3-ში, საბავშო ბაღ "საპოვნელაში" გახსნილ მე-14 საარჩევნო უბანზე მისცემს ხმას.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალიანსის ლიდერი ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე 10:00 საათზე მივა.
30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისელ ამომრჩეველს, პირველად, დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. დედაქალაქის მოსახლეობამ არჩევანი თბილისის მერობის 9 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.