ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხმების პარალელურ დათვლას "ახალი თაობა - ახალი ინიციატივაც" (nGnI) განახორციელებს.
ორგანიზაცია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, ზუგდიდსა და გორში არჩევნებს 1300-კაციანი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება.
ხმების პარალელური დათვლა (PVT) განხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, რომელიც მოიცავს: თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს; თბილისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებს; ქუთაისისა და ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს პროპორციულ არჩევნებს.
"ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ბრიფინგები დღეს 11:00; 13:00; 16:00; 19:00; 22:00 და 24:00 საათზე გაიმართება.
ხმების პარალელური დათვლის პირველადი შედეგები 22:00 საათიდან გამოქვეყნდება. მონაცემების განახლება ყოველ 30 წუთში მოხდება.
31 მაისს, 12:00 საათზე არჩევნების დღის შემაჯამებელი ბრიფინგი და ხმების პარალელური დათვლის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
"ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" არჩევნების დღის პრესცენტრი განთავსებული იქნება მოსწავლე-ახალიგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში.