დღეს, 30 მაისს, თბილისელ ამომრჩეველს, პირველად, დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა ეძლევა.
თბილისის მერობაზე პრეტენზიას ცხრა კანდიდატი აცხადებს. ესენი არიან: - ნიკა ივანიშვილი (ივანიშვილი - სახალხო დემოკრატები), დავით იაკობიძე (თორთლაძე-დემოკრატიული პარტია), ზვიად ძიძიგური (ეროვნული საბჭო), გიგი უგულავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო), გოგი თოფაძე (თოფაძე- მრეწველები), გია ჭანტურია (გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება), თამაზ ვაშაძე (სოლიდარობა) და ირაკლი ალასანია (ალიანსი საქართველოსთვის).