დღეს, 30 მაისს, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, პარლამენტის შუალედური არჩევნებიც ტარდება. პარლამენტის შუალედური არჩევნები მხოლოდ სამ საარჩევნო ოლქში - ჩუღურეთში, გურჯაანში და ოზურგეთში ტარდება.
ჩუღურეთის რაიონიდან პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებენ: ~თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის~ დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა, ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ წარმომადგენელი ლევან როინიშვილი, ~ქრისტიან-დემოკრატების~ კანდიდატი კახა ბასილია, ~ივანიშვილი-სახალხო დემოკრატები~ მიერ წარდგენილი გიორგი გაჩეჩილაძე, ხოლო მათ ~ნაციონალური მოძრაობიდან~ ანდრო ალავიძე უპირისპირდება.
გურჯაანში გადეპუტატებას სულ ოთხი კანდიდატი - ~თორთლაძე- დემოკრატიული პარტიის~ მიერ დასახელებული ლევან ჩოლოყაშვილი, ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენელი გიორგი ჩივიაშვილი, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ნაცვლიშვილი და "მომავლის პარტიის" წევრი ლევან კობერიძე შეეცდებიან.
პარლამენტში შესასვლელად ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ მაია ორჯონიკიძე (თორთლაძე-დემოკრატიული პარტია), ილია კალანდაძე (მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის) და გოჩა შანიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა).