დღეს, 30 მაისს, 16:00 საათზე "საერთორო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" გამართავს პრესკონფერენციას მედია საშუალებებისათვის, რომელზეაც გაჭღერდება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ორგანიზაციის მიერ მივლინებული დამკვირვებლებისაგან მოპოვებული ინფორმაცია.
"მრაველეროვანი საქართველო" ახორციელებს არჩევნებზე დაკვირვებას ზემოაღნიშნულ რეგიონებში და ამ მიზნით ახორციელებს მონიტორინგს რუსთავის №20; გარდაბნის №21; მარნეულის №22; ბოლნისის №23; დმანისის №24; წალკის №25; ბარჯომის №36; ახალციხის №37; ადიგენის №38; ასპინძის №39; ახალქალაქის №40; და ნინოწმინდის №41 საარჩევნო ოლქებში შემავალ საარჩევნო უბნებზე.
ორგანიზაციის მიერ მივლინებული 320 დამკვირვებლიდან 140 დამკვირვებელი დააკვირდება საარევნო პროცესს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხოლო 180 დამკვირვებელი განახორციელებს თავიანთ უფლებამოსილებას ქვემო ქართლის რეგიონში. ორგანიზაციის მიერ მოწვეული დამკვირვებლები არიან როგორც ქ. თბილისიდან, ასევე შესაბამისი რეგიონების ქალაქებიდან.
საინფორმაციო ბრიფინგი ჩატარდება ორგანიზაციის ოფისში მისამართზე: უზნაძის ქ. 117.