გარდაბნის #21 საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლის ლელა გოგოლაურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიას ჯერ არ მიუღია საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად, ,,ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს".
ლელა გოგოლაურმა შესაბამის საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და რეაგირება მოითხოვა.