დღეს, 29 მაისს, ევროპის პარლამენტის სპეციალური დელეგაცია, რომელიც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით იმყოფება, რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დელეგაციის წევრები წინასაარჩევნო სამზადიდის შესახებ ბოლო ინფორმაციას მოისმენენ.
სახელმწიფო კანცელარიაში კი გაიმართება შეხვედრა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო სამუშაო ჯგუფთან.
მოგვიანებით ევროპის პარლამენტის დელეგაციის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიღებენ.