პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქარელში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც დეპუტატი ემზარ გელაშვილი მონაწილეობდა, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხის არჩევნებთან დაკავშირება გაუმართლებელია.
"ამ ინცინდენტის შესახებ მაქვს ზოგადი ინფორმაცია - ის, რაც მედიასაშუალებებით გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა არც სამართალდამცავების და არც დეპუტატების მხრიდან და, შესაბამისად, ამ საკითხის საარჩევნო კონტექსტში განხილვა ვერ მოხდება", - განაცხადა ბაქრაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ემზარ გელაშვილს ქარელში დაპირისპირება სწორედ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მოხდა. სიტყვიერ დაპირისპირებას კი დეპუტატის მხრიდან სროლაც კი მოჰყვა. აღნიშნული ინცინდენტი გასულ კვირას მოხდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერ- ჯერობით სამართალდამცველი პირების მხრიდანაც არ გაკეთებულა.