ქართულმა დელეგაციამ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრაზე სპეციალური განცხადება გააკეთა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ განცხადებაში ასახულია რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, ის ფაქტი, რომ სამხედრო აგრესიის პარალელურად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროებში.
შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, რომელმაც აუდიტორიას სიტყვით მიმართა. როგორც მან განაცხადა, საქართველო, როგორც BშEჩ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო, მხარს უჭერს ორგანიზაციის ქმედუნარიანობის ამაღლებასა და მის რეფორმირებას. ამასთან, ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას და ამ მიზნით, ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემებზე, რომლებიც რეგიონში არსებობს და ხელს უშლის BშEჩ-ის ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა იმ რეგიონალური სატრანსპორტო პროექტების (NABUCCO, AGR, BAKT-TBILISI-KARS) განხორციელების მნიშვნელობა, რომლებიც ერთმანეთთან აღმოსავლეთსა და დასავლეთს და დააკავშირებს, ასევე გაზრდის შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს.
BSEC-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა დღეს სოფიაში გაიმართა.