საქართველოსა დაა ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით ხელშეკურლების გაფორმება სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე მოხდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-პიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ დოკუმენტი სავარაუდოდ ივნისის თვეში ხელი მოეწერება, რის შემდეგაც იმედი გვაქვს რომ უახლოეს მომავალში მისი რატიფიცირება მოხდება, რითიც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება გაუმარტივდებათ" - განაცხადა მანჯგალაძემ.