ცესკო 2010 წლის 30 მაისის არჩევნებისათვის სამზადისს ასრულებს. ამის შესახებ განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხატარიშვილმა დღეს, პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე გააკეთა.
როგორც ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონე მზადაა იმისათვის, რომ არჩევნები გამჭვირვალედ, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს.
მისივე ინფორმაციით, არჩევნებისათვის უკვე მოწყობილია 3 624 უბანი. გაძლიერებულია სერვერები, მზად არის 4 კატეგორიის 8 მილიონამდე საარჩევნო ბიულეტინი, გამზადებულია ამომრჩეველთა კედლისა და სამაგიდო სიების საბოლოო ვერსიები და ამომრჩეველთა მოსაწვევები, რომელთა დარიგებაც დღეს უნდა დასრულდეს.
გარდა ამისა, როგორც ზურაბ ხარატიშვილი აღნიშნავს, 30 მაისის არჩევნებს 10 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები დააკვირდება, მათ შორის 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
რაც შეეხება მედიასაშუალებებს, ხარატიშვილის ინფორმაციით, ცესკოს მიერ აკრედიტირებულია 36 მედიასაშუალება და 600-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ჟურნალისტი. ზურაბ ხარატიშვილმა ასევე დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ აქცენტი გააკეთა სპეცუბნებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ აღნიშნულ უბნებზეც ხმის მიცემის პროცესს დამკვირვებლები დააკვირდებიან.
"დამკვირვებლებს საშუალება ექნებათ საარჩევნო ყუთებს მიჰყვეს ძირითად უბანზეც და დააკვირდეს აღნიშნული ხმების მიცემის და დათვლის პროცესს თავიდან ბოლომდე", - განმარტა ხარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, რომელიც პარალმენტში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის შეიქმნა, ცეკსოს მიერ წინასაარჩევნოდ გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.