არჩევნების დღეს მესტიაში ცესკო საგანგებო წარმომადგენელს გაგზავნის. ამის შესახებ განცხადება ცეკსოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა დღეს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე გააკეთა.
ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, რომელიც საარჩევნო მონიტორინგისათვის არის შემქნილი დღეს საბოლოო ინფორმაცია მოისმინა ცესკოსგან, არჩევნებისთვის მზადყოფნასთან დაკავშირებით.
ცესოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მესტიაზე.
როგორც ხარატიშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სადაც ჩართული იყო სამაგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორი განსაკუთრებით გაძლიერებულია ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი და სწორედ ამის გამო, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება რომ არჩევნების დღეს მესტიაში საგანგებოდ გაგზავნის თავის წარმომადგენელს.
როგორც ხარატიშვილმა აღნიშნა ცესკო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას თუ უშუალოდ ვინ გაიზგავნება მესტიაში და არ არის გამორიცხული რომ არჩევანი ცესკოს წარმომადგენელზეც გაკეთდეს. გარდა ამისა, ზურაბ ხარატიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ცესკომ მთავარ პროკურატუტრას გაუგზავნა განცხადბა აღნიშნული ფაქტის შესწავლის თხოვნით.