დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი, პარლამენტის წევრები - გია არსენიშვილი, პავლე კუბლაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, საკონსტიტუციო კომისიის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი მონაწილეებს გააცნობს, თუ როგორ იქნება კონსტიტუციის ახალი რედაქციით დარეგულირებული ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ასევე როგორ მოხდება ხელისუფლების დანაწილება, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასამართლო სტრუქტურის ფორმირება.
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ინიციატივითა და ორგანიზებით ეწყობა.