დღეს, 28 მაისს, რიგაში ნატოს ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხნება და 1-ელ ივლისამდე გასტანს. ინფორმაციას ამის შესახებ "ნოვონეწს.ლვ" ავრცელებს.
რუსეთის დუმის დეპუტატს, ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის წევრს ვლადიმერ ჟირინოვსკის ნატოს ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობის მისაღებად ლატვიაში შესვლას აუკრძალავენ.
"იმ შემთხვევაში, თუკი ჟირინოვკის "შავ სიაში" შეიყვანენ, იგი ლატვიაში ვერავითარი პირობებით ვერ შემოვა", _ აცხადებს ლატვიის შს მინისტრი ლინდა მურნიეცე.
"LიბყMახ"-ის ინფორმაციით, კი ნატოს ასამბლეაზე ლატვიის დელეგაციის წევრმა აინარს ლატკოვკისმა განაცხადა, რომ ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერი დელეგაციის შემადგენლობაში ხმის უფლების გარეშე შედის, თუმცა მას მაინც შეუძლია "გამოვიდეს შოვინისტური განცხადებებით".