ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, დღეიდან ადმინისტრაციული საზღვარი სამი დღით ჩაიკეტება.
ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დაადასტურეს.
ცხინვალში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2008 წლის აგვოსტოს ომის წლისთავისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას უკავშირდება.