დიდუბის მაჟორიატაორბის კანდიდატი "ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო სიიდან ლევან ჯაფარიძე, "ეროვნულ საბჭოს" საარჩევნო სიის პირველ ნომერს, კობა დავითაშვილს, რომელიც იმავე ოლქში იყრის კენჭს, სთავაზობს აღნიშნულ ოლქში სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარონ და დამარცხებულმა გამარჯვებულის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნას. ამის შესახებ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩავატაროთ ნებისმიერი გამოკითხვა, თუნდაც კობა დავითაშვილის პარტიის ოფისში, თუნდაც კობა დავითაშვილის მომხრეების დარეკვით. უბრალოდ, ობიექტურობის გამო, ჩვენც დავესწრებით გამოკითხვის პროცესს და გადავამოწმებთ. დამარცხების შემთხვევაში მე, ლევან ჯაფარიძე, მოვხსნი ჩემს კანდიდატურას კობა დავითაშვილის სასარგებლოდ, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში მისგან მოვითხოვ, რომ მან მოხსნას თავისი კანდიდატურა ჩემს სასარგებლოდ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ხსენებული მეთოდოლოგიით ვაკის საარჩევნო ოლქში კახა კუკავამ და დავით საგანელიძემ უკვე ჩაატარეს სატელეფონო გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვითაც, "კონსერვატორმა" კუკავამ "ალიანსი საქართველოსთვის" წევრის სასრგებლოდ თავისი კანდიდატურა მოხსნა.