29 მაისს, 00:00 საათზე, თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო აგიტაცია შეწყდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუმარტეს, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე სუბიექტი სატელევიზიო რეკლამების სახით კანონს დაარღვევს, 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო ბეჭვდითი მედიის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ ჯარიმას საარჩევნო კოდექსის 126-ე მუხლი ითვალისწინებს.
ამასთან, არჩევნების მიმდინარეობის დროს საარჩევნო კოდექსი ეგზითპოლების შედეგების გამოქვეყნებას კრძალავს.
საარჩევნო კოდექსის 126 მუხლით, რომელიც "არჩევნებთან დაკავშირების საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების" არეგულირებს, კენჭისყრის დასრულებამდე 20:00 საათამდე ეგზითპოლის შედეგების გამოქვეყნებას კრძალავს. კანონის დამრღვევი 1500 ლარით დაჯარიმდება.