ერთი თვის წინ გაუჩინარებული გერმანელი ინჟინრის, სერგეი სმისლოვის შვილი, ოჯახთან ერთად, დღეს ენგურის ხიდთან მივიდა, სადაც მამის დაკარგვასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებები გააკრა.
განცხადებაში მითითებულია საკონტაქტო ნომრები. ვიქტორია სერდაკოვსკაიამ განაცხადა, რომ ის მზად არის, გარკვეული ანაზღაურებაც გადაიხადოს სერგეი სმისლოვის შესახებ მიწოდებული ინფორმაციისათვის.
სერგეი სმისლოვი მიმდინარე წლის 12 ივლისს გაუჩინარდა. ის „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე, სადაც მისი კვალი იკარგება.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.