ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სადამკვირვებლო დელეგაციის წინასაარჩევნო პროცესის საწყისი შეფასება დადებითია. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დაწვრილებით ისაუბრეს წინასაარჩევნო პროცესზე. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე დარღევებზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან დელეგაცია საქართველოში ახალი ჩამოსულია. ამ დასკვნაში საუბარია მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომლებიც დაფიქსირდა წინა არჩევნების შედეგად. დასკვნაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პრობლემები გამოსწორებულია და შესაბამისად აღნიშნული სადამკვირვებლო მისიის საწყისი შეფასებაც დადებითია.
პარალმენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ასევე დადებითი შეფასება იქნება არჩევნების შემდგომაც, სადაც უკვე უშუალოდ, მიმდინარე არჩევნების შედეგები აისახება. ბაქრაძე რომ ხელისუფლებისთვის სასიცოხლო მნიშვნელობას წარმოადგენს არჩვენების დემოკრატიულად ჩატარება.
"ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება ბევრი უცხოელი დააკვირდეს არჩევნებს და თავად განსაზღვრონ, რამდენად დემოკრატიულად ტარდება ეს არჩევნები. სტუმრებს გავაცანით ყველა ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. საბოლოო ჯამში, მათი საწყისი შეფასება იყო დადებითი და ვიმედოვნებ, რომ ასეთივე პოზიტიური შეფასება იქნება არჩევნების დასრულების შემდეგაც, რადგან ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერი კეთდება", - განაცხადა ბაქრაძემ.