ხვალ, 28 მაისს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პოლიტიკური გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობა" ეკონომიკურ პროგრამას მედიას, არასამთავრობო სექტორს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგენს.
პროექტის ფარგლებში პოლიტიკურმა გაერთიანებებმა _ "ეროვნულმა საბჭო", "ალიანსი საქართველოსთვის", "თორთლაძე - დამოკრატიული პარტია" და "თოფაძე-მრეწველები" _თვითმმართველობის ეკონომიკური მოწყობის და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ საკუთარი ხედვა უკვე გააცნეს ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას.
პროექტის "თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობისთვის" მიზანია, დაეხმაროს პოლიტიკურ პარტიებს ეკონომიკური ხედვის ჩამოყალიბებაში, ადგილობრივი არჩევნების წინ უზრუნველყოს თავისუფალი სადებატო სივრცით და ორგანიზება გაუწიოს ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე დებატებს.
პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერაა დაფინანსებული.